მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის

მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძე

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. აღნიშნული მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელიც შეითავსებს ვიცეპრემიერის თანამდებობას. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე", - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო.

"რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები