მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა კომპლექსის უძრავ ქონებას ₾3.6 მილიონად ყიდის

რესპუბლიკის მოედანი

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონი გამოაცხადა. სარეალიზაციოდ გამოტანილია საერთო ჯამში 1,363 კვადრატული მეტრი, რომელიც მინუს 1, მინუს 2 და მინუს 3 სართულებზე მდებარეობს.

აუქციონის საწყისი ღირებულება 3,618,000 ლარს, ანუ კვადრატულ მეტრზე 2654 ლარს (986 დოლარს) შეადგენს. აუქციონში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 9 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

თანდართული ფოტომასალის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება ამორტიზებულია და მნიშვნელოვან სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საჭიროებს. ამასთან, აუქციონის უპირობოა, შესაბამისად არაა განსაზღვრული თუ რა სახის ობიექტად უნდა გარდაქმნას ტერიტორიის შემსყიდველმა აღნიშნული სივრცე და რამდენი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა დააბანდოს მასში.

ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები