მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა შარშან შექმნილ რეგიონული განვითარების სამინისტროს აუქმებს

კობახიძე გულედანი

რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, კახა გულედანი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაინაცვლებს.

ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ცნობისთვის, კობახიძემ დააანონსა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

„ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ კახა გულედანი რეგიონული განვითარების მინისტრად გასული წლის აპრილში დაინიშნა. თავად სამინისტრო კი 2025 წლის 1 იანვარს, როცა ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ორად გაიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები