მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა წელს ეკონომიკის 7%-იან ზრდას ელის - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოლოდინით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლიურ ჭრილში 7%-თან ახლოს იქნება.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკა ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მომავალ 5 წელიწადში ყველაზე სწრაფად გაიზრდება.

"გუშინ დაზუსტდა მონაცემები და 10 თვის ჭრილში 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. ჩვენი მოლოდინია, რომ წლიური ზრდაც იქნება 7%-თან ახლოს. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით გამოირჩევა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონშიც.

პროგნოზების მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა იზრდებოდეს ყველაზე სწრაფად აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. სავალუტო ფონდის პროგნოზითაც ჩვენი ეკონომიკური ზრდა 5%-ზე მეტი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ კონსერვატიულად და მომავალი წლის ბიუჯეტიც 5%-ზეა დაგეგმილი, თუმცა ზრდა შესაძლოა იყოს უფრო მეტიც", - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები