მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ვადაზე ადრე აუქმებს

642ac8293bfce
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.23 16:42
769
საქართველოს მთავრობა ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ვადაზე ადრე აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა.

მისი განმარტებით, გასულ წელს ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება, სასურსათო უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მიიღეს, წელს კი ეს რისკები ამოწურულია და ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის სათანადო რაოდენობის მარაგებია. შამუგიამ აღნიშნა, რომ ქერთან მიმართებით ექსპორტის აკრძალვა გასულ წელსვე გაუქმდა.

„დღეს არსებული ვითარების ანალიზით, ხორბალთან მიმართებით ხვალიდან მთავრობის განკარგულება გამოვა და ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოიხსნება, რითიც ფერმერებს ხელს შევუწყობთ, რომ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზება. რადგან სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში არანაირი რისკი არ დგას. ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის დაახლოებით 3 თვის მარაგი არსებობს და ამის შემდეგ ჩვენ ახალ მოსავალს ველით.

აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ. აკრძალვა ივლისამდე გვქონდა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები