ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უკვე 30 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21,940,000,000 ლარის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო ხაზინის თანახმად, ბიუჯეტში უკვე შესულია 21,953,619,785 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 13.6 მილიონ ლარს შეადგენს.
2025 წლის 1 იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით კონკრეტული გადასახადების მიხედვით, საბიუჯეტო შესრულება ასე ნაწილდება:
- საშემოსავლო გადასახადი - 7,513,479,892 ლარი, გეგმის 100%;
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 8,109,868,380 ლარი, გეგმის 100%;
- მოგების გადასახადი - 2,882,026,407 ლარი, გეგმის 100%;
- აქციზის გადასახადი - 2,719,086,165 ლარი, გეგმის 101%;
- იმპორტის გადასახადი - 145,974,793 ლარი, გეგმის 101%;
- სხვა გადასახადები - 583,195,155 ლარი, გეგმის 100%.



























