მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დაამტკიცა იმ კომპანიების სია, რომელთაც საქმიანობა არ ეზღუდებათ

5e843c2d949fd
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.20 11:09
30202
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 209-ე დადგენილება, რითიც განისაზღვრა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. საუბარია ჯამში 67 კომპანიაზე, რომლებიც შედიან სექტორებში, რომლებიც 30 მარტის დადგენილებით განსაზღვრულ საგამონაკლისო სფეროებში ვერ ხვდებოდნენ. მაგალითად, 30 მარტის გადაწყვეტილებით, მთლიანად საგამონაკლისო საქმიანობად განისაზღვრა ბანკების და მიკროსაფინანსოების სექტორი. შესაბამისად, ყველა ბანკსა თუ მიკროსაფინანსოს შეუფერხებლად მიეცა საქმიანობის გაგრძელების უფლება. თუმცა, საგამონაკლისო სფეროებში ვერ მოხვდნენ ისეთი დარგები, როგორიცაა მეტალურგია, ცემენტის წარმოება, ნახშირის მოპოვება, ქიმიური მრეწველობა, სამკერვალო საქმიანობა და სხვა. ამ სფეროებში მოღვაწე ცალკეული კომპანიებისთვის, მთავრობამ ინდივიდუალური გამონაკლისები დაამტკიცა.

67 კომპანია, რომელთათვისაც მთავრობამ დამატებით გამონაკლისი დაუშვა:

1 შპს „საქნახშირი“ - საქმიანობა, ქვანახშირის მოპოვება ;
2 სს „RMG Copper“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
3 შპს „RMG Gold“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
4 შპს „ჯმ 29“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
5 სს „რუსთავის აზოტი“ - საქმიანობა, მინერალური სასუქების წარმოება ;
6 სს „კავკასიან პეტ კომპანი“ - საქმიანობა, პლასტმასის საფუთავების წარმოება ;
7 სს „მინა“ - საქმიანობა, ღრუ მინის წარმოება ;
8 შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
9 შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
10 შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ - საქმიანობა, ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება ;
11 შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
12 შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
13 შპს „რუსელოის“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
14 შპს „ჯეოსთილი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
15 შპს „ამბიკონ სტილსი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
16 შპს „რუსთავის ფოლადი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
17 შპს „გლობუსი“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების წარმოება ;
18 შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ - საქმიანობა, ფოლადის ჩამოსხმა ;
19 შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
20 შპს „ასკანგელ ჯგუფი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
21 შპს „ასკანგელ ალიანსი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
22 შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება ;
23 სს „ელმავალმშენებელი“ - საქმიანობა, სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება ;
24 შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;
25 შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ - საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ;
26 შპს „მნკორპი“ - საქმიანობა, საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით ;
27 სს „საქართველოს რკინიგზა“ - საქმიანობა, რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი ;
28 შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;
29 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;
30 შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
31 ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
32 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
33 შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - საქმიანობა, საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი ;
34 შპს „მეტრო სერვის +“ - საქმიანობა, სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
35 შპს „ტავ ურბან საქართველო“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
36 შპს „საქაერონავიგაცია“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
37 შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
38 შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
39 სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
40 შპს „ბი ენდ პი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
41 შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
42 შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
43 შპს „ტრანსფორდი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
44 შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
45 შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
46 შპს „ეისა“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
47 შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
48 შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
49 შპს „ჯიარ ტრანზიტი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
50 შპს „ჯნს ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
51 შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ - საქმიანობა, ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები ;
52 შპს „თიბისი ფეი“ - საქმიანობა, ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
53 შპს „აჭარა ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
54 შპს „მოვი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
55 შპს „ემჯიემტექს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
56 შპს „ISTANBUL BAZAAR“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
57 შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
58 შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
59 შპს „BTM-TEXTILE“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
60 შპს „პრომო ვეარ“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
61 სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
62 სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) - საქმიანობა, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ;
63 შპს „საქსპეცტრანსი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა ;
64 შპს „ჯი ენ ელ“ - საქმიანობა, ლატარიების მოწყობა ;
65 შპს „გებრიუდერ ვაის“ - საქმიანობა, სატვირთო საგზაო ტრანსპორტი ;
66 შპს „კაპაროლ ჯორჯია“ - საქმიანობა, საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება ;
67 სს „საქკაბელი“ - საქმიანობა, ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება .


სრულად საგამონაკლისო წესით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი, ანუ სფეროების სია, რომლებზეც არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ასეთია:

„მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები