მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დღეს 30 მილიონის შიდა ვალი აიღო

639844a748086
BM.GE
13.12.22 13:31
613
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 1-წლიანი ვადიანობის 30 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა. 

"2022 წლის 13 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.452 პროცენტით განისაზღვრა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები