მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „ძუსა ვანს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჰესის ასაშენებლად 9319 კვ.მ.-ის ქონება იჯარით გადასცა

ძუსა ვან

მთავრობამ კომპანია „ძუსა ვანს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურსა და მუჯირეთში 9319 კვ.მ.-ის უძრავი ქონება ვადიან სარგებლობაში ყოველწლიური იჯარით გადასცა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე „ძუსა ჰესი“ უნდა ააშენოს. ამის შესახებ 1359-ე განკარგულებიდან ირკვევა.

კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა პირობით გადაეცა. უფრო კონკრეტულად 5 108 კვ.მ.-ის 22 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ამ სოფლებში 49 წლის ვადით გადაეცა და კომპანიამ ყოველწლიურად 4 880 ლარი უნდა გადაიხადოს.

დოკუმენტის მე-2 დანართის მიხედვით კი 4211 კვ.მ.-ის ფართობის 8 ქონება 3 წლით გადაეცა და „ძუსა ვანმა“ წლიურად 3 050 ლარი უნდა გადაიხადოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „ძუსა ვან“ 2019 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-ის მფლობელი შპს ვანდენსია, დირექტორი კი ბელარუსის მოქალაქე იუაჰინ ჰარვიკია. თავის მხრივ „ვანდენსი“ ეკუთვნის შპს დმ ენერჯის, რომლის წილების მმართველები არიან მიხაილ ჰარავიკი [8.95%] და ლიეტუვური დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება UAB Toys Investment-ი [91.05%].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები