მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კიდევ ₾8.2 მლნ გამოყო

გამყოფი ხაზის სოფლები

საქართველოს მთავრობამ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 9 მუნიციპალიტეტს დამატებით 8.2 მლნ ლარი გამოყო.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 714-ე განკარგულების მიხედვით, ფინანსური რესურსი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. მას საჩხერის, დუშეთის, ონის, ზუგდიდის, მესტიის, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

აღსანიშნია, რომ იმავე მიზნით 10 მუნიციპალიტეტზე 10 მლნ ლარი მთავრობამ მიმდინარე წლის 10 მარტსაც გამოყო.

7 აპრილს გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი ამ მუნიციპალიტეტებში გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში მისასვლელი და საუბნო გზების, წყალმომარაგების ქსელის და წყლის სისტემების მოწყობაზე უნდა მიიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები