სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება შეძლო და პირველ კვარტალში პრივატიზების გეგმა 134.25%-ით შეასრულა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 32,500,000 ლარს შეადგენდა.




























