მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ჯერ არ იცის, რუსეთს დაუკეტავს თუ არა საჰაერო სივრცეს

621cbc913952e
მარიამ ვარადაშვილი
28.02.22 16:13
959
მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ რუსეთს საჰაერო სირცე დაუკეტა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ჯერ არ იცის, რუსეთთან ტრანზიტისთვის ჩვენი ქვეყნის ცის გამოყენებაზე რა პოზიცია ექნება.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტმა ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს ჰკითხა, რა პოლიტიკა ექნება მთავრობას რუსეთთან საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ამ დროისთვის არაა.

შეგახსენებთ: 2019 წელს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა ცალმხრივად შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას წინ ანტისაოკუპაციო აქციები უძღოდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღარ აღდგენილა. 

„ამ საკითხს ფრთხილად ვუდგებით და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმსჯელებთ“, - თქვა მინისტრმა და თან თავადაც დაამატა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილია.

“ამ შემთხვევაში საუბარია ტრანზიტზე; როცა ევროპის მიმართულებები მთლიანად დაკეტილია, ჩვენი მეზობელი, ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველოს გავლით ფრენა ერთადერთი კავშირი იყოს რუსეთთან, რომელთანაც დამოკიდებულება ჰუმანიტარულ ნაწილში [ეკონომიკას თავი რომ დავანებოთ] მათ შორის მოსახლეობის კუთხით - მილიონამდე საქართველოს მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და  ერთადერთ სატრანზიტო გზად იყენებს საქართველოში შემოსაღწევად. უფრო ფრთხილები ვართ და ამ საკითხზე რეგიონის ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ ვიმსჯელებთ”, - ამბობს ლევან დავითაშვილი.

დღესვე ვიცე-პრემიერმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ „საქართველო უკრაინელი ლტოლვილების მისაღებას მზად არის.
უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს საჰაერო სივცე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ დაუკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები