მთავრობამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაარქვა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე დაყრდნობით, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
"კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს, გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს მეფისქალაქი",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილებაში წერია.
უნდა აღინიშნოს, რომ კასპი მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს ისტორიული წყაროების მიხედვით მეფის ქალაქს უწოდებდნენ.