ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვილნიუსში 10-12 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილნიუსში ვიზიტზე უარი უთხრა.
პრემიერ-მინისტრის მიერ 29 მარტს ხელმოწერილ განკარგულებაში არ წერია მიზეზი, თუ რა არის უარის თქმის მიზეზი.
BMG-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, შედგება თუ არა ვიზიტი მთავრობის უარის მიუხედავად, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან, კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.