მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „ვინდ ფაუერს“ გორსა და ქარელში 246 990 მ²-ის მიწა 1 126 292 ლარად გადასცა

სადგური

მთავრობამ კომპანია „ვინდ ფაუერს“ ჯამში 246 990 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 126 292 ლარად გადასცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 31 ივლისის თარიღით არის გამოქვეყნებული.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ „ვინდ ფაუერს“ მიწის ნაკვეთები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისსა და ურბნისში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში იმ პირობით გადაეცა, რომ კომპანიამ „რუისის ქარის ელექტროსადგური“ ააშენოს, რაც მთავრობის, „ვინდ ფაუერის“ (ყოფილი სს „ონის კასკადი“), საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის 2021 წლის 10 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით იყო განსაზღვრული.

სააქციო საზოგადოება „ვინდ ფაუერი“ 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიაა და მისი გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები