სახელმწიფო დაცვის სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას ირაკლი შოთაძე შეემატა. განკარგულება ამის შესახებ 26 აგვისტოს გამოსცა, თუმცა ძალაში უკუგებით 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზეა.
დაცვის ღონისძიებები უნდა განახორციელოს დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მეორედ მაისში მიიღო. ამჯერად მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა. პირველად, ის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა და თანამდებობა 2018 წელს, გახმაურებული ხორავას საქმეზე მიმდინარე პროცესების დროს დატოვა. ამის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს. კანონის თანახმად, გენერალური პროკურორი პოსტს 6 წლის ვადით იკავებს.