მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ალბათ მოუწევს სუბსიდირების გამოყენება – მეხორბლეთა ასოციაცია

5fb2c8a0aed5b
თამთა ჯიჯავაძე
16.11.20 23:33
926
მთავრობას ალბათ მოუწევს სუბსიდირების გამოყენება, – ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა სამი მიმართულებით მსჯელობს.

„მსოფლიო ბაზარზე სამწუხაროდ, ისევ დაძაბული სიტუაციაა. ვიცით რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფაქტობრივად მოამზადა დადგენილება იმის შესახებ რომ თებერვლის თვიდან კვოტირება იქნება რუსეთში, შესაბამისად ეს გარკვეულწილად მსოფლიო ბაზარზეც აისახა.

მთავრობას ალბათ მოუწევს ამ [სუბსიდირების] მექანიზმის გამოყენება. აქ არის სამი მიმართულება, ერთია ისეთივე სუბსიდირება, როგორც იყო პირველ ტალღის დროს, ანუ ხორბალზე სუბსიდირება. მეორე მექანიზმი არის ფქვილზე სუბსიდირება, ანუ ფქვილი რომ მიეწოდოს გარკვეულ ფასად პურის ქარხნებს, რომ სტაბილურად გამოაცხონ პური. და მესამე არის თავად პურზე სუბსიდირება.

ახლა ხდება გადათვლა იმისა, თუ რომელი უფრო ეფექტური იქნება. რომელი უფრო ნაკლებხარჯიანი იქნება, ვიანიდან ეს ბიუჯეტის სახსრებია. აქედან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, საქართველოში ფქვილზე მოთხოვნა გაიზარდა. წისქვილკომბინატებთან უკვე რიგებიცაა, რასაც მეხორბლეთა ასოციაციაც ადასტურებს. როგორც ლევან სილაგავა აცხადებს, მოთხოვნა სპეკულაციურია, ვინც ახლა აკეთებს მარაგს, რომ შემდეგ უფრო ძვირად გადაყიდოს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ არცერთ პურის ქარხანას და პურის საცხობს, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკმაყოფილებენ პურით, მიწოდების პრობლემა არ აქვთ.