მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობას არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინები საწყის ეტაპზე მიეღო ქვეყანას - ლაშა ხუციშვილი

60df71847bdd8
თელარა გელანტია
03.07.21 10:46
518
„მთავრობას ნამდვილად არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინების საწყის ეტაპზე მიღება მომხდარიყო“, - ეს განცხადება „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ამ მცდელობის შედეგი კი არის ის, რომ დღეს უკვე იცის საზოგადოებამ, როდის რამდენ და რომელ ვაქცინებს მიიღებს ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ქვეყანაში 1 მლნ დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები შემოვიდა და 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

„პანდემიის დასაწყისიდანვე, როდესაც საერთაშორისო საფინანსო-დონორ ორგანიზაციებთნ ვსაუბრობდით, განსაკუთრებით მათთან, რომელთა მხრიდან ველოდით კოვიდთან გასამკლავებელი თანხების გამოყოფას, ყველა ეტაპზე გვქონდა საუბარი, რომ მაქსიმალურად დაგვხმარებოდნენ არა მხოლოდ თანხის გამოყოფაში, არამედ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში... თუმცა რეალობა იყო ის, რაშიც აღმოჩნდა საქართველო და მთელი მსოფლიო; როდესაც ვსაუბრობთ შარშან წლის ბოლო პერიოდზე, როცა ვაქცინების წარმოება დაიწყო და გადავხედავთ იმ ქვეყნებს, ვინც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა შეძლეს ვაქცინაციის დაწყება და ძირითადად, ეს ის ქვეყნებია, ვისაც ვაქცინების წარმოებაში ჰქონდა კონტრიბუცია. შესაბამისად, ამ ნაწილში, საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინების მიღება საწყის ეტაპზე მომხდარიყო“, - ირწმუნება ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს მასობრივი ვაქცინაცია დაახლოებით 200 მლნ ლარი უჯდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები