მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობას ორი არჩევანი აქვს“ - თამაზ დაუშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

62b55bba327b2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.22 10:43
1013
კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობას ორი არჩევანი აქვს. თავის შეფასებას თამაზ დაუშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

ის თვლის, რომ ქვეყნისთვის მინიჭებული მეორე შანსის პირობებში თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულებისთვის ხმა უნდა აიმაღლოს და მთავრობას მოსვენება არ მისცეს.

„ის, რაც ახლახან ევროსაბჭოში მოხდა, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ მოსალოდნელიც იყო და თითქოს მზადაც ვიყავით, მაგრამ მოსასმენად მაინც ძალიან მძიმე აღმოჩნდა. საქართველომ ამ ეტაპზე ვერ გადალახა მნიშვნელოვანი რუბიკონი, თუმცა მოგვეცა მეორე შანსი.

ახლა თითოეული პატრიოტის მოვალეობაა ხმა აიმაღლოს და მომავალი ექვსი თვის მანილზე მოსვენება არ მისცეს მთავრობას, რათა მან უმოკლეს ვადაში შეასრულოს თითოეული რეკომენდაცია. იმედია მთავრობის წევრებიც ხვდებიან, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ ისტორიულ მომენტში მომავალი თაობების მიმართ. მათ აქვთ ორი არჩევანი: ან მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში, ან მათი შთამომავლობის რამდენიმე თაობა ვერ ჩამოირეცხავს სირცხვილის გრძნობას, მათ მიერ ჩადენილი გამოუსწორებელი შეცდომის გამო. ახლა არჩევანი თქვენზეა, ქართველმა ხალხმა კი თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!“, - წერს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროსაბჭომ უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ დაჰპირდა, რაც წინაპირობებს შეასრულებს.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები