მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობას პრობიზნესურად რომ არ ვთვლიდე, ჩემს ბიზნესს არ განვავითარებდი“ - ბიზნესმენი

IG International

ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსხვილი პროექტების მმართველი ჰოლდინგული კომპანია IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, #რედაქტ2-ის კითხვას - რამდენად პრობიზნესურია მთავრობა პასუხობს, რომ დღეს მთავრობა პრობიზნესურია.

ბიზნესმენი, რომელიც ენერგეტიკაში, გადამმუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, დეველოპმენტში, კომერციულ უძრავ ქონებასა და განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში ინვესტირებას ახდენს, იმასაც ამბობს, რომ მთავრობის ქმედებებში რაღაცეებს შეცვლიდა, თუმცა ამაზე კარგად დაფიქრებაა საჭირო.

„დღეს რომ არ ვთვლიდე, რომ მთავრობა პრობიზნესურია და ხელისუფლება ბიზნესისთვის კომფორტულია, ნამდვილად არ განვავითარებდი იმ სფეროებს, რომლებსაც ვავითარებ. ნამდვილად არ დავიწყებდი ამის კეთება, რაც მექნებოდა გაკეთებული იმასაც გავყიდდი და გავიდოდი.

თუმცა არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ხარვეზები არ ექნება, ან რომელზე უკეთესსაც არ ინატრებდი. შინაგანად ეს მოთხოვნა თუ არ გაქვს, ვერ განვითარდები და რამე ახალს ვერ გააკეთებ, გამორიცხულია. რაღაცეებს ალბათ შევცვლიდი, მაგრამ ამას სანამ გააჟღერებ, კარგი დაფიქრება უნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ [ხელისუფლებას] უნდა ესმოდეს, რომ ერთ ნავში ვართ, ასე ვთვლი დღესაც“, - ამბობს IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები