მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის დადგენილების გამო, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების ქსელი "სუფთა სახლი" დაიხურა

5e918a8b03184
BM.GE
11.04.20 13:11
4378
საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელი “სუფთა სახლი” დროებითი დახურვის მიზეზებს განმარტავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი არ მოხვდნენ მთავრობის მიერ დადგენილი საგამონაკლისო კომპანიების სიაში, რომელთაც მუშაობის გაგრძელების უფლება ჰქონდათ, რის გამოც ვალდებული არიან, დროებით შეაჩერონ საქმიანობა.

კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ნადირაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ მათ თავდაპირველად მთავრობის ცხელ ხაზზე უთხრეს რომ კომპანიას საქმიანობის გაგრძელების უფლება ჰქონდა, თუმცა გუშინ მათ შემოსავლების სამსახურიდან მიუვიდათ ოფიციალური შეტყობინება, რომ „სუფთა სახლს" საქმიანობის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც ყველა ქსელის ფილიალი დაიხურა.

“მუდმივად გვამოწმებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზეა. მთავრობის ცხელ ხაზზე ონლაინ კონსულტაციის დროს გვითხრეს, რომ „სუფთა სახლი“ სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა და უნდა გააგრძელოს მუშაობა. ვიცავდით ყველა რეკომენდაციას, ფილიალში არ ვუშვებდით ორ მომხმარებელზე მეტს, დაცული იყო თანამშრომლების უსაფრთხოება. აღსანიშნავია ისიც, რომ „სუფთა სახლი“ არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად, სახლებთან ახლოს აწვდიდა იმ პროდუქციას, რომელიც საჭიროა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის და ასევე ჩვენი მაღაზიების მეშვეობით თავიდან ვაცილებდით დიდ რიგებს ჰიპერმარკეტებს. გვაქვს იმ პროდუქციის საკმარისი მარაგები, რომელზეც ახლა მაღალი მოთხოვნაა. ეს გაუგებრობაა და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევძლებთ კვლავ მუშაობის გაგრძელებას და მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეშფოთებულები არიან „სუფთა სახლის“ დახურვით, საჭირო პროდუქციის მიწოდებას,”- ამბობს კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

კომპანიამ საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა:



კომპანიის ინფორმაციით, მათ გააგზავნეს განცხადება საქმიანობის გაგრძელების შესახებ ეკონომიკის სამინისტროში თუმცა, უწყებიდან „სუფთა სახლს" თანხმობა მიღებული არ აქვს.

BMG-იმ ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა, მათ პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები