მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის პროგნოზით, წელს გერმანიის ეკონომიკას რეცესია არ ემუქრება

63d133efe89e6
მარიამ ვარადაშვილი
25.01.23 17:55
588
გერმანიის მთავრობა პროგნოზს ცვლის და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა რეცესიას თავს აარიდებს. მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.2%-ით გაიზრდება, მაშინ როცა ოქტომბერში მთავრობა ეკონომიკის 0.4%-ით შემცირებას ელოდებოდა.

ეკონომიკურ პროგნოზთან ერთად, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც შემცირდა. შედეგად განახლებული პროგნოზით მიმდინარე წელს ქვეყანაში წლიური ინფლაცია 6% იქნება, ნაცვლად 7%-სა. პროგნოზის ცვლილება უმთავრესად ენერგორესურსებზე ფასის შემცირებას უკავშირდება, რომელიც გასულ წელს ომით გამოწვეული შოკის გამო გაიზარდა.

“მნიშვნელოვანი რეცესიის ნიშნები არ ჩანს, რასაც ბევრი გარდაუვლად მიიჩნევდა”,-აცხადებს ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი. 

გერმანიას ევროპის ენერგოკრიზისი ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო, IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება. წლიურად, ქვეყანა დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტ გაზს მოიხმარს, რომლის 55%-ს ქვეყანა რუსეთიდან Nord Stream-ის გაზსადენით იღებდა, რომელიც გასულ წელს რუსეთმა გააჩერა.