ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი გუნთერ კრიხბაუმი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით განხილვის საგანი ყველა შესაძლო ვარიანტი იქნება. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კრიხბაუმმა განაცხადა, რომ მთავრობის ქცევა მიუღებელია და სწორედ ამიტომ ევროკავშირი საპასუხო ზომების შესახებ იმსჯელებს.
"რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი განხილვის საგანია. მოვლენები საქართველოს ევროპული განვითარების მიმართულებით მართლაც დამამწუხრებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და მათ სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისკენ. თუმცა მთავრობის ქცევა და მოქმედება მიუღებელია. ამიტომ, ყველა შესაძლო ვარიანტი განხილვისთვის ღიაა", - განაცხადა კრიხბაუმმა.
ცნობისთვის, გერმანიამ საქართველოში ელჩი პეტერ ფიშერი მის მიმართ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ არაერთ განცხადებასთან დაკავშირებით ბერლინში გაიწვია.




























