მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტებზე საბაგიროები ეტაპობრივად ირთვება - როგორია წლევანდელი ფასები?

64a40888ccd6f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.23 16:22
791
საქართველოს სამთო კურორტებზე ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად საბაგიროების ეტაპობრივი ჩართვა დაიწყო. 8 ივნისიდან მესტია-ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო გაიხსნა, ხოლო ბაკურიანის საბაგიროები 1 ივლისიდან ამუშავდა.

მთის ტრასების სააგენტომ კურორტების ოფიციალურ Facebook გვერდზე საბაგიროებზე ზაფხულის სეზონისთვის მოქმედი ფასები გამოაქვეყნა. BM.GE-სთან M.T.A.-ში აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით საბაგიროთი მგზავრების ღირებულება არ შეცვლილა. მათივე განმარტებით, კურორტებზე საბაგიროები კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ეტაპობრივად იხსნება.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფასად შეძლებთ მესტიასა და ბაკურიანში საბაგიროებით მგზავრობას, ზაფხულის სეზონზე ამ კურორტებზე შემდეგი ფასები იმოქმედებს:

ბაკურიანი

1 ასვლა: უფროსი 10 ლარი, ბავშვი - 5 ლარი;
3 ასვლა: უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
ტობოგანი: უფროსი - 15 ლარი, ბავშვი - 15 ლარი;
ველო ბარათი: უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
ნებისმიერი 10 დღე სეზონზე: უფროსი - 80 ლარი, ბავშვი - 80 ლარი.

მესტია

1 ასვლა: უფროსი - 20 ლარი, ბავშვი -15 ლარი;
ნებისმიერი 10 დღე სეზონზე: უფროსი - 80 ლარი, ბავშვი - 80 ლარი.

ამასთან, საბაგიროებზე 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა. 10 ან მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო სკოლის მოსწავლეების ექსკურსიებზე 30%-იანი ფასდაკლება მხოლოდ სკოლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე იმოქმედებს.

აბონემენტი ხელმისაწვდომია კურორტის სალაროში. გაითვალისწინეთ, თუ გასული სეზონებიდან მულტიქარდი შემოგრჩათ, 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას იმავე ბარათზე შეძლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები