მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის მუნიციპალიტეტს მთავრობამ 3.7 მლნ ლარი გამოუყო - რაში დაიხარჯება?

სვეტიცხოველი

ფინანსთა სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტს 3 616 800 ლარი გამოუყო.

მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმად, თანხა მოხმარდება შიდა საუბნო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობას: სოფელი მუხრანი(889 995 ლარი); სოფელი გალავანი(513 600 ლარი); სოფელი ზაქარო (489 315 ლარი); სოფელი ჩარდახი(669 756 ლარი); სოფელი წეროვანი(609 494 ლარი) და სოფელი ძალისი (444 640 ლარი).

განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები