მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცურავი DATA-ცენტრები გემებზე? - რა დგას გიჟური იდეის მიღმა

data

იაპონურმა Hitachi-მ და Mitsui OSK Lines-მა 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ერთობლივი, რევოლუციური პროექტი დაიწყეს.

ინიციატივა 10 ძველი სატვირთო გემის მცურავ მონაცემთა ცენტრებად გადაკეთებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, თითოეული ხომალდი 20 000-ზე მეტი სერვერის განთავსებას შეძლებს.

ამ გიჟური იდეის მიღმა ის მარტივი ფიზიკური მოცემულობა დგას, რომ ოკეანის წყლის გამოყენებით გაგრილების ხარჯები 50 პროცენტით მცირდება, რაც ელექტროენერგიის 30-პროცენტიან დაზოგვას განაპირობებს. ამასთან, პროექტი ნახშირორჟანგის ემისიას წლიურად 100 000 ტონით შეამცირებს. რაც მთავარია, მეორადი გემების გამოყენება მშენებლობის დროს 25 პროცენტით, ხოლო ხარჯებს 200 მილიონი დოლარით ამცირებს.

აგრეთვე მცურავი DATA-ცენტრები დაცულები არიან სეისმური საფრთხეებისგან და საჭიროების შემთხვევაში, ლოკაციის შეცვლაც შეუძლიათ.

პირველი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა ტოკიოს ყურეში მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. ინვესტორები ამ გეგმაში მაღალ რენტაბელობასა და სწრაფი უკუგების პოტენციალს ხედავენ. კომპანიები მომავალში პროექტის მასშტაბების გაორმაგებასა და გლობალურ ბაზარზე გასვლას აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები