მწვანილის ექსპორტის ღირებულება თებერვალში 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ
დოლარის 503 ტონა მწვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კგ მწვანილის საშუალო საექსპორტო ფასმა 2.18 დოლარს მიაღწია.
მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი.
ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე, საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს მწვანილი ყველაზე გაიაფებულ საქონელი იყო, რომელზეც წლიურ ჭრილში ფასები 28%-ით შემცირდა.




























