მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ "მე ავიცერი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მოვიხადე"-თი საქმე არ გამოვა - დავით მრელაშვილი

616bdd472dfd3
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 12:19
684
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ „ფეისბუქზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს. ის მოუწოდებს საზოგადოებას დაასახელონ კონკრეტული მიზეზი, რატომაც არ იცრებიან თავად და მათი გარშემომყოფები, განმარტებებს ისინი მისგან მიიღებენ, რის შემდეგაც სწორი პასუხები სხვებს უნდა მიაწოდონ. 

„დაასახელეთ კონკრეტული მიზეზი რატომაც თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფი ახლობელი ადამიანი არ იცრება. რაც უფრო მთავარია - წყარო იმ ინფორმაციის, რამაც გამოიწვია ეს მიზეზი (მეზობელი, ტელევიზორი, ექიმი). ასევე მაქსიმალურად კონკრეტული, უკეთესი თუ ლინკი იქნება (წყაროსი). ისინი ვინც გააკეთებთ კომენტარს - პასუხისმგებლობას იღებთ რომ გახდეთ ე.წ. "სიცოცხლის ელჩები", და მას შემდეგ რაც გიპასუხებთ მარტივ და გასაგებ ენაზე პასუხს თუ რატომაა ეს მიზეზი მცდარი (დიდი ალბათობით) - მიიტანეთ ეს ინფორმაცია იმ თქვენს ნაცნობ ადამიან(ებ)ამდე, ვისთვისაც ამ კითხვაზე სწორი პასუხი იყო გადამწყვეტი აცრის გაკეთება-არ გაკეთებაში.

რა თქმა უნდა, ეს ეხება იმ მეგობრებს, ვისაც თვითონ არ შეუძლია დასაბუთებული პასუხის გაცემა. და მესამე ნაწილი: ამ ყოველივეს მერე დააკომენტარეთ შეიცვალა თუ არა ამ ადამიანმა აზრი, და თუ არა - რატომ. თუ ასეთი ჯაჭვური რეაქცია არ წავიდა, და ის ხალხი, ვინც ჩვენ გვერდზეა რეალურ ცხოვრებაში და არ ჩაერთო ინფორმაციის სწორ წყაროზე, მხოლოდ "მე ავიცერი და ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მოვიხადე"-თი საქმე არ გამოვა. არანაირი ძალადობა და იძულება აცრაზე. არანაირი სტიგმა. მე პრობლემა მაქვს იმ ფაქტთან, რომ აუცრელთა უმრავლესობა იმიტომ არ იცრება, რომ არასწორო ინფორმაცია აქვთ დაშინების პრინციპით მიწოდებული (რომ აცრა საშიშია). სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, და მერე თავად გადაწყვიტონ რა უნდათ“, - წერს მრელაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 4 681 აცრა ჩატარდა. ქვეყანაში ამ დრომდე სულ ჩატარდა 1 911 877 აცრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები