მზის ენერგიას, ულტრადაბალი ღირებულების გამო, მსოფლიოში სუფთა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის „მთავარ მამოძრავებელ ძალად“ ხშირად მიიჩნევენ.
სურეის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ მზე ენერგიის ყველაზე იაფ წყაროდ დაასახელა, რითაც სხვა განახლებად რესურსებს, ასევე ქვანახშირსა და გაზს სჯობნის.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მზიან ქვეყნებში მზის ენერგიის ერთი ერთეულის წარმოება მხოლოდ 0.023 ევრო ჯდება.
დიდ ბრიტანეთშიც კი, რომელიც ეკვატორიდან 50 გრადუსით ჩრდილოეთით მდებარეობს და თავისი პირქუში ამინდით არის ცნობილი, მზის ენერგია გამარჯვებული აღმოჩნდა, როგორც „მასშტაბური ენერგიის გენერაციის“ ყველაზე იაფი ვარიანტი.
2010 წლიდან ლითიუმ-იონური ბატარეების ფასის 89%-იანი კლების ფონზე, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მზის ენერგიისა და დაგროვების სისტემების დამზადება, ეკონომიური თვალსაზრისით, ისეთივე ეფექტიანია, როგორც გაზის ელექტროსადგურების აშენება.
მიუხედავად მზის ენერგიის ხარჯეფექტიანობისა, კვლევის თანაავტორი, დოქტორი ესან რიზი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მზის ენერგიის ელექტროქსელებზე დაერთება რჩება; მისი თქმით, “განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდასთან ერთად, ენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჭკვიანი ქსელები, ხელოვნური ინტელექტის პროგნოზირება და რეგიონებს შორის უფრო მჭიდრო დაკავშირებადობა”.
Eurostat-ის თანახმად, 2025 წლის აპრილ-ივნისში ელექტროენერგიის მოხმარებაში განახლებადი რესურსების გენერაციის წილი 1.3%-ით, 54%-მდე გაიზარდა, რაც მზის ენერგიის ბუმმა განაპირობა; დაგენერირებულმა სიმძლავრემ კი 122,317 გიგავატ/საათი შეადგინა, რაც 3 მილიონი სახლის ელექტროენერგიით მომარგებისთვისაა საკმარისი.




























