მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად ინდოეთი და იაპონია ერთობლივ პროექტს იწყებენ - ბიუჯეტი $600 მლნ

ჯაპან ინდია

ინდოეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი და ეროვნული ინვესტიციისა და ინფრასტრუქტურის ფონდი, იაპონიის საერთაშორისო კორპორაციის ბანკთან ერთად, $600 მილიონიან ინვესტიციას მდგრადი განვითარების საერთო პროექტებისთვის გამოყოფენ. ამის შესახებ ცნობილი 4 ოქტომბერს გახდა. 

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული ინვესტიციის 51%-ს იაპონიის ბანკი გამოყოფს, დარჩენილ ნაწილს კი ინდოეთის ორი საფინანსო ინსტიტუტი გაინაწილებს. 

ინდურ-იაპონური ფონდი ინდოეთის გარემოსდაცვითი სექტორის, განახლებადი ენერგიების პროექტების, ელექტრომობილების და ნარჩენებისა და წყლის მენეჯმენტის განვითარებას მოხმარდება. 

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არაა, თუმცა მონაწილე მხარეების მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასაც გაამყარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “მსოფლიოსთვის არასტაბილურ პერიოდში”. 

“იაპონური კომპანიები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ინდოეთის ბაზარზე შესვლით, როგორც ადგილმდებარეობის შეცვლის, ისე საინვესტიციო და წარმოებითი მიმართულებით”, - ამბობს ჰაიაში ნობომიცუ, იაპონური ბანკის ხელმძღვანელი. 

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა იაპონიის საერთაშორისო კორპორაციის ბანკს (რომელიც იაპონიის მთავრობის მმართველობაშია) და ინდოეთის ინვესტიციისა და ინფრასტრუქტურის ფონდს (2015 წელს დაარსებული პირველი სახელმწიფო ფონდი ინდოეთში) შორის, 2022 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის შედეგია, რომელიც ნახშირბადის ემისიების შემამცირებელ სტრატეგიებსა და ინდოეთის ეკონომიკის ზრდაზე იყო ორიენტირებული, ისევე როგორც იაპონიასა და ინდოეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე.

2022 წლის მარტში კი ინდოეთმა და იაპონიამ 5 ტრილიონ იენიანი საინვესტიციო მიზანი დაისახეს, რომელიც ორი ქვეყნის მწვანე ენერგიის პარტნიორობას მოხმარდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები