მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნამდვილად ველით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს" - კაია კალასი "ოცნების" შეზღუდვებზე

კაია კალასი

უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ბლოკი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, სავარაუდოდ, იმ შეზღუდვებს განიხილავს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ დააანონსა.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ შეუძლია ევროკავშირს, მხარი დაუჭიროთ ქართველ ხალხს - საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბლოკისგან საპასუხო ნაბიჯებია მოსალოდნელი.

"ველი, რომ ამ საკითხს მინისტრების ნაწილიც წამოჭრის. ჩვენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდამჭერები ვართ, პრესის თავისუფლება კი - ერთ-ერთი მათგანია. შესაბამისად, ნამდვილად ველით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერს ახორციელებს", - განაცხადა კაია კალასმა.

28 იანვრის "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას კიდევ უფრო ართულებს. მაგალითად: "ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს; სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი; პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები