მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს

ნაპოლი რუდი გარსია

არასახარბიელო შედეგების გამო “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას გათავისუფლებას აპირებს. ახალი მწვრთნელის მოძიების პროცესი უკვე დაწყებულია და ლაურენტისს რამდენიმე ვარიანტი შერჩეულიც აქვს.

აურელიო ანტონიო კონტეს დაუკავშირდა, რომელიც უკანასკნელად “ტოტენჰემ ჰოტსპურს” წვრთნიდა, თუმცა მისგან უარი მიიღო. იტალიელი ესაუბრა ვალტერ მაცარისაც, რომელიც კლუბს სათავეში 2009-2013 წლებში ედგა, თუმცა ყველაზე რეალური ვარიანტი “მარსელის” ყოფილი მწვრთნელის იგორ ტუდორის გადაბირებაა, რომელმაც მომსახურებისთვის 2 წლიანი 5 მილიონიანი ხელშეკრულება მოითხოვა.

მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ტუდორს კლუბში მუშაობის დაწყება სეზონის დასრულების შემდეგ სურს და არ უნდა მას სეზონის შუაში გაუძღვეს. ეს საკითხი თუკი მოგვარდა დიდი ალბათობით გარსიას შემცვლელად “ნაპოლიში” სწორედ ხორვატ სპეციალისტს ვიხილავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები