მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლის” სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება

სტადიო მარადონა

როგორც ცნობილია, 2032 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს იტალია უმასპინძლებს, უეფამ კი ამისთვის სამი ქალაქი შეარჩია: მილანი, ტურინი და რომი.

საქმე ისაა, რომ მხოლოდ სამი ქალაქი საკმარისი არ არის და უეფას კიდევ დამატებით ქალაქების შერჩევა მოუწევს, რომელთა შორისაც ნეაპოლიც განიხილება. ამ ქალაქში ჩემპიონატის სამასპინძლოდ პრობლემას სტადიონი “დიეგო მარადონა” წარმოადგენს, რომელსაც უეფას სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეკონსტრუქცია ესაჭიროება.

ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და ქალაქის მერიას შორის მოლაპარაკება დაწყებულია და თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, გუნდს დროებით სხვა სტადიონზე მოუწევს საშინაო მატჩების ჩატარება.

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია “ნაპოლის” მასპინძელ სავარაუდო სტადიონებზეც, რომელთა შორისაც ნეაპოლის გარდა მხოლოდ ორი ქალაქის მოედანი ფლობს უეფას შესაბამისი კატეგორიის ლიცენზიას; ესენია ბარის “სან ნიკოლა” და პალერმოს “რენცო ბარბერა”.
თუ კლუბს არ ეჩქარება შედარებით გრძელვადიანი მეთოდი სტადიონის ნაწილ-ნაწილ აშენებაა სხვადასხვა სექტორების დახურვით.

სტადიონის განახლებაში არამარტო ტრიბუნების და გასახდელების ცვლილება, არამედ მოედანზე არსებული სარბენი ბილიკების აღებაც იგულისხმება.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყება სტადიონის რეკონსტრუქცია, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები