მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლიში” ყოფილი მწვრთნელი ვალტერ მაცარი დაბრუნდა

ვალტერ მაცარი

იტალიური საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახდა. იტალიელი სპეციალისტი რუდი გარსიას შეცვლის, რომელიც არასახარბიელო შედეგებისა და ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს.

მაცარი ერთი წელია უმუშევარია, ბოლოს ის 2022 წლამდე იტალიურ “კალიარის” წვრთნიდა. ნეაპოლელებისთვის კი 62 წლის მწვრთნელი უცხო არ არის, რადგან 2009-2013 წლებში თავისი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “ნაპოლიში” გაატარა, როდესაც 2013 წელს კლუბი იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილით ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მაცარიმდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორი იყო, თუმცა ბოლო მომენტში 45 წლის სპეციალისტმა უარი თქვა. ტუდორი სეზონის ბოლომდე “დროებითი” მწვრთნელის სტატუსმა ვერ მოხიბლა. თავის მხრივ კი პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უარყო, კონტრაქტში პუნქტის შეთანხმება, რომლის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში კონტრაქტი ავტომატურად განახლდებოდა.

ცნობისთვის, ვალტერ მაცარის ანაზღაურება დარჩენილ 7 თვეში ანუ სეზონის ბოლომდე 1 მილიონი ევრო იქნება.
რაც შეეხება რუდი გარსიას მან კონტრაქტის გაწყვეტით კლუბისგან კონტრაქტით გათვალისწინებული 2.8 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მისი გაწვრთნილი “ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება და იტალიის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები