"ყველანაირად ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, - ეს განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ოქტომბერში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის კომენტირებისას გააკეთა.
„ეკონომიკურ ზრდაზე მოგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა - 5.7%-იანი ზრდა ოქტომბერში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია არა თვითონ ზრდის ციფრები, არამედ დასაქმება და ის სოციალური სარგებელი, რაც შეიძლება ამის მიღმა იდგეს; ეს ეკონომიკური ზრდა მოითარგმნება სამუშაო ადგილებში, რაც მიიღწევა მათ შორის იმ საპრივატიზებო ობიექტებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ბიზნესს“, - განაცხადა მინისტრმა.
საქსტატმა 2019 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა.
2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა.




























