"ასოცირების შეთანხმების და კონკრეტულად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ერთგულია საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იქნება საუბარი.
„ეკონომიკურ ნაწილში ვისაუბრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე. პირველ რიგში, ეს არის შავ ზღვაზე გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ დღესაც გარკვეული საბორნე მარშრუტები გაგვაჩნია, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ვივაჭროთ ევროკავშირთან, რომელიც დღეს ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულებაა ევროკავშირის ბაზრისთვის ახალი პროდუქციის შერჩევა და ბაზრის უფრო სრული ათვისება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




























