მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის

5fd77ad662e34
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 19:25
730
"ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სამინისტროს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის - პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის 2020 წელს ექსპლოატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები.

დასრულდა და ექსპლოატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავრის თბოსადგურისთვის, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორციელდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ზოგადად, დარგში ჩადებულ FDI-ზე ბევრი არ უსაუბრია. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 25%-ითაა შემცირებული.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები