მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: Fitch-ის შეფასება ახალ ინვესტიციებში გადაითარგმნება

602783d7179f2
ინგა მურუსიძე
13.02.21 12:03
667
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია “BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნულ თემაზე დღეს პრეს-კონფერენცია გამართა. ნათია თურნავა ხაზს უსვამს Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის იმ ნაწილს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი.

„ანგარიშში წერია - გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო არჩევნებში მყარად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, აძლევს მათ იმის საფუძველს, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება, ბიზნეს-გარემო კვლავაც კეთილსაიმედო და მიმზიდველი დარჩება და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მისცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეიტინგი უცვლელად დაეტოვებინათ.

ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რომ განავითარონ თავისი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც ძალიან დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, "ეს არის ფაქტი, რომელიც მზარდ ეკონომიკურ აქტივობასა და ახალ ინვესტიციებში გადაითარგმნება".

რა მოლოდინებს უქმნის Fitch-ს საპარლამენტო აჩევნებში „ოცნების“ გამარჯვება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები