მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის გარეშე წარმოუდგენელია

604d23551470a
BM.GE
14.03.21 00:29
2994
"კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან სარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია - არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც მიწა გადავეცით ინვესტორს და ის წარმატებით აკეთებს ქართულ საქმეს,"- ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

თურნავას თქმით, აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ინვესტორებს უძრავი ქონება შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით გადაეცემათ, რის მაგალითსაც "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" გადაცემული მიწებიც წარმოადგენენ. 

„მაგალითად, ნამახვანის წყალსაცავის სარკე არის 530 ჰა - ეს ენგურთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია, მაგრამ საკმაოდ დიდია, და ცხადია, დიდ პროექტს დიდი მიწა ესაჭიროება. მაგალითად, ავიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც არ არის ენერგეტიკული ობიექტი, მაგრამ მაგრამ ამ ნაწილში შეიძლება შევადაროთ - კონსორციუმს 500 ჰა მიწა უკვე გადაცემული ჰქონდა გრძელვადიანი სარგებლობით და რომ არ ჩაშლილიყო ეს პროექტი, კიდევ 700 ჰა გვქონდა გამზადებული გადასაცემად. შესაბამისად, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ინვესტორი ხომ „ვერ მოიკიდებს ამ მიწას კისერზე“, ან „გამოაძრობს“ კაშხლის ქვემოდან?

მოდით, გავაყოლოთ თვალი რიონის ხეობას და ვნახოთ, რაიმე ისეთი უნიკალური, ექსტრაორდინალური არის თუ არა „ნამახვანის“ ხელშეკრულებაში? მაგალითად, იგივე ჩეხური კომპანია „ენერგო პრო“ უდიდეს მიწას და აქტივებს ფლობს ხეობაში და რა მერე? 6500 ქართველ ადამიანს ასაქმებს „ენერგო პრო“ და აკეთებს ქართულ საქმეს. ეს არის საბაზრო ეკონომიკის ანა-ბანა“ - გადაცემა "რეალური სივრცის" ეთერში განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: ინვესტორთან, კომპანია ENKA Renewables-თან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები