მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: "ეკონომიკური ზრდა კვლავაც გვექნება სწრაფი"

61dbf81db82b3
ინგა მურუსიძე
10.01.22 13:12
551
"ეკონომიკური ზრდა კვლავაც გვექნება სწრაფი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან გასული წელიც შეაფასა და თქვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, 2021 წელი ეკონომიკურად წარმატებული იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ეკონომიკურად რთული იყო, მაინც წარმატებული იყო, რადგან ჩვენ უკვე წელს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება არანაკლებ 10.7% ანუ ის ვარაუდი, რაც გვქონდა, მართლდება. ეს არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ 2022 იყოს უფრო მეტად წარმატებული წელი. მეტად გავაუმჯობესოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, დავაფინანსოთ ბიუჯეტიდან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და ა.შ. ჩვენი მთავარი საზრუნავი წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა.

ეკონომიკური ზრდა კვლავაც გვექნება სწრაფი და ეს ორნიშნა ზრდის შედეგი, რაც დავდეთ, იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი, მშვიდობიანი, აღდგენის წელი და ახალი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ ჩვენი მოსახლეობისთვის“, - თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები