მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" თემაზე მორიგ კომენტარს აკეთებს

60acba56843c0
ინგა მურუსიძე
25.05.21 13:00
610
"მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა ბლოკირებით და პარალიზებით ეს ძალიან გაჭირდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების მიერ ორგანიზებული საპროტესო აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, "არსებული სიტუაცია ტურისტების და ეკონომიკის გახსნის ნაწილში მიუღებელია".

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გეტყვით, რომ ხელისუფლება მზად არის საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი და კომუნიკაცია არ უნდა გაცდეს ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საუბარს და არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში. არსებობს კარგი საქმიანი პლატფორმები, სადაც მსგავსი საკითხები ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს.

ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, რომ კონკრეტულად, საქმიანად, სამუშაო ჯგუფების ფორმატში კონკრეტულ ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილონ; განხილვები ძალიან გაჭირდება ქუჩაში, ბლოკირებით და პარალიზებით. ეს ყველაფერი ტურისტების და ეკონომიკის გახსნის ნაწილში მიუღებელია“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: „რიონის ხეობის მცველები“ დღეს 16:00 საათზე დედაქალაქში ერთ-ერთი შენობის ბლოკირებას გეგმავენ, თუმცა ამ დრომდე არ აკონკრეტებენ - რომლის. გარდა ამისა, ისინი ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები