მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა საერთაშორისო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

615d42c2abfc3
BM.GE
06.10.21 12:29
508
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მე-12 ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმი თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება და მას 16 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია დაესწრება. ფორუმს ოფიციალურად თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოგლუ გახსნის.

ფორუმზე განხილული იქნება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და კომუნიკაციების სექტორებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ურთიერთობის ახალი სქემების გამართულ ფუნქციონირებაზე ტრანსპორტის სხვადასხვა დარგებში, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად ჩამოყალიბდა.

ფორუმზე სიტყვით გამოვა ნათია თურნავა, რომელიც საქართველოში მიმდინარე და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაციფროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომლის დროსაც დელეგაციები რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ სატრანსპორტო მარშრუტებსა და პროექტებს განიხილავენ

თურქეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტრანსკასპიურ ოთხმხრივ მინისტერიალში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებთან ერთად, განიხილავენ ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები