მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: საქართველოში ამერიკული IT კომპანია Exadel-ი შემოდის

5fca2f33d03c0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 16:54
1968
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Exadel-ი შემოვიდა.

მინისტრის თქმით, IT ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მოიპოვებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის 5%-ს, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია.

„მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა პირველი შედეგი და როგორც უკვე იცით, საქართველოში ამერიკული IT კომპანი „ეპამი“ შემოვიდა, რომელმაც დააფუძნა ადგილობრივი ოფისი და 1000-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. ამ დღეებში კი გადაწყდა უკვე მეორე ამერიკული კომპანია „ექსადელის“ საქართველოში შემოსვლა. პირველ ეტაპზე კომპანია საქართველოში 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, თუმცა ოპერირების გაფართოებასთან ერთად, დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში სწორედ ამ სექტორის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გადმოვლენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 5%-იან კონტრიბუციას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, Exadel-ი 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანიაა, რომელიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები