აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გადახედვას აღარ ექვემდებარება“.
პრეზიდენტმა NATO მკაცრად გააკრიტიკა და მას „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი NATO-ს წევრი ქვეყნების უარი გახდა, ჩართულიყვნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის სამხედრო ოპერაციაში, რომელიც ნავთობით გლობალური ვაჭრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილია. დონალდ ტრამპის განმარტებით, მოკავშირეების პასიურობამ კიდევ უფრო გაამყარა მისი სკეპტიციზმი ალიანსის ქმედითობის მიმართ.
პრეზიდენტმა პარალელი უკრაინის ომთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პარტნიორების გვერდით ავტომატურ რეჟიმში იდგა მაშინაც კი, როდესაც საკითხი პირდაპირ ამერიკის ინტერესებს არ ეხებოდა, თუმცა ირანთან კონფლიქტის დროს ევროპელი მოკავშირეებისგან ანალოგიური მხარდაჭერა ვერ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები ირანთან სამხედრო დაპირისპირებაში პირდაპირი ჩართვისგან თავს იკავებენ. მათ ყურეში საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოლექტიური სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის გასვლა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ძალაუფლების სერიოზულ ვაკუუმს შექმნის.




























