NATO-ს გაფართოება რუსეთზე თავდასხმის რისკებს ზრდის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის შეშფოთებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იგნორირებული იყო. მისივე თქმით, NATO-ს მიერ უკრაინის მიღება გადაწყვეტილი საკითხია და რომ ალიანსის გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ რისკებს ზრდის.
როგორც პუტინმა განაცხადა, აშშ-მა და NATO-მ უკრაინა „ომის თეატრად“ აქციეს.
ცნობისთვის, პუტინმა მიმართვის დასასრულს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიაროს.




























