მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NATO-ს სარდალი: ევროპა Palantir-ის სამხედრო ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული

Palantir

"ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს Palantir-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამხედრო ტექნოლოგიის ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა ტრანსფორმაციის მიმართულებით NATO-ს უმაღლესმა სარდალმა, ადმირალმა პიერ ვანდიემ.

მისი თქმით, ევროპამ ბევრად უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუ აშშ-ის თავდაცვის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირება სურს.

მაღალჩინოსანმა გაიხსენა Palantir-თან დადებული კონტრაქტიც, რომელიც ალიანმსა რეკორდულ დროში, 6 თვეში გააფორმა. მიზეზი კი ის გახდა, რომ NATO-ს მონაცემების დამუშავების, დაზვერვისა და სამხედრო დაგეგმარებისთვის უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნდა.

როგორც გაირკვა, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამერიკულმა დაზვერვითმა კომპანიამ ნიდერლანდებში, NATO-ს გაერთიანებული ძალების ბრუნსუმის სარდლობასა და ბელგიაში, ევროპაში მოკავშირეთა უმაღლეს შტაბ-ბინაში უკვე დააინსტალია, ყველაზე ეფექტურად ახერხებს სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას.

NATO-ს სარდალი POLITICO-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ შესყიდვამ ევროპაში ამერიკულ თავდაცვის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება განუზომლად გააღრმავა და გააჩინა სერიოზული რისკები, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ალიანსის დატოვებით მუდმივად იმუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები