მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის და გაზის ფასები გაიზარდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ დღეში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 84 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 15 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 50 ევროს შეადგენს, რაც ერთ თვეში 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ენერგორესურსების გაძვირება ისრაელი-ჰამასის სამხედრო კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებას უკავშირდება. ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ კონფლიქტის გამწვავება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, თავად ეს რეგიონი კი ნავთობის გლობალური მარაგის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.