ნავთობის ფასებმა მნიშვნელოვნად იკლო, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ განცხადების დროს ერთი ბარელი ნედლი ნავთობი WTI 72 დოლარი ღირდა, გუშინ ის ჯერ 66.6 დოლარამდე შემცირდა, დღეს კი დამატებით 64.5 დოლარამდე შემცირდა.
ასეთი დაბალი ნავთობის ფასი ბოლოს 2021 წელს აგვისტოში იყო.
ფასების კლებაზე დამატებით მოახდინა გავლენა "OPEC+"-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, ქვეყნები ბაზარზე მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ და მიმდინარე წლის მაისში წარმოებას დღიურად 411 ათასი ბარელით გაზრდიან.




























