მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი შეიძლება განახევრდეს და 30 დოლარამდე დაეცეს – JPMorgan

ნავთობი

უმსხვილესი ამერიკული ბანკის, JPMorgan Chase-ის ანალიტიკური დეპარტამენტის პროგნოზით, 2027 წლისთვის შეიძლება ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარამდე შემცირდეს, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელი იქნება.

რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, ის საშუალოდ 53 დოლარს შეადგენს, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით 7-დოლარიან კორექციას წარმოადგენს.

ნავთობის მკვეთრი გაუფასურების მიზეზს რაც შეეხება, JPMorgan-ის განმარტებით, მომდევნო თვეების განმავლობაში OPEC-ის წევრ და სხვა ექსპორტიორ სახელმწიფოებს მიწოდების მკვეთრი გაზრდა აქვთ დაგეგმილი, რაც ბაზარზე ჭარბი ნავთობის მიწოდებას გამოიწვევს, ეს კი საქონლის ფასზე ნეგატიურად აისახება.

ამასთან, ანალიტიკოსები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზეც მიუთითებენ, რაც პოტენციურად მეტი ნავთობის წარმოებას გამოიწვევს, რადგან რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ზეწოლის და უკრაინული დრონების მუდმივი შეტევის წინაშე აღარ იქნება.

სხვა ანალიტიკოსების შეფასებით, მინიმალური ფასი რომელიც შეიძლება მომდევნო წლებში დაფიქსირდეს – ბარელზე 40 დოლარია, რადგან ამის ქვევით საუდის არაბეთი მიწოდებას ხელოვნურად შეზღუდავს და ფასის გასაზრდელად დეფიციტს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები