ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, გლობალურ ბირჟაზე ნავთობის ფასები 9 მარტს მკვეთრად გაიზარდა.
Brent და WTI მარკის ნავთობის ფასმა 115 დოლარს გადააჭარბა. თუმცა ამ დროისთვის Brent 107 დოლარი, ხოლო WTI მარკის ნავთობი 103 დოლარი ღირს.
აღნიშნული ჰორმუზის სრუტეში შეფერხებების ფონზე, ახლო აღმოსავლეთის მსხვილი მწარმოებლების მიერ მოპოვების შემცირებით არის გამოწვეული.
ნავთობის ფასის ზრდა, 2020 წლის შემდეგ ერთდღიან პერიოდში მატების ყველაზე დიდ მაჩვენებელია, 2022 წლის ივნისის შემდეგ კი ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.




























